ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სასტენდო სროლა: ნაკრებმა მსოფლიო თასი მოილია

ფინეთის ქალაქ ლაჰტში სასტენდო სროლაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა.

დავით ქვათაძემ ასპარეზობა 109 ქულით ჩაამთავრა და 96-ე ადგილზე გავიდა, გივი ქვათაძემ კი 103 ქულით 118-ე ადგილი დაიკავა.

ლაჰტის ეტაპზე ჩინებულად იასპარეზა იტალიელმა ლუიჯი ლოდემ, რომელმაც ხუთივე სერია უდანაკარგოდ განვლო და 125 სამიზნე დააზიანა. მას 3-3 ქულით ჩამორჩნენ ფინელი ოსკარ კოსი, ეგვიპტელი აზმი მეჰელბა, ფრანგი ერიკ დელაუნი და კიდევ ერთი ფინელი ეეტუ კალიოინენი, რომლებმაც 122-122 ქულა დააგროვეს.

ქალთა შორის საქართველოდან მხოლოდ ნატალია პანასმა იასპარეზა, რომელმაც 106 ქულა დააგროვა და 35-ე ადგილი დაიკავა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო