ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: ჩემპიონატის მეორე დღის შედეგები

ოლიმპიური ჩემპიონის ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე დღეს მომდევნო სამი წონითი კატეგორიის ჩემპიონები და მედალოსნები გამოვლინდნენ.

მედლები პირველად 73კგ წონაში გათამაშდა, სადაც საქართველოს მორიგი რეკორდები დამყარდა: ჩემპიონმა არჩილ მალაყმაძემ იუნიორთა მიღწევა გააუმჯობესა ატაცში (5 კილოგრამით) და ორჭიდში (+8). აკვრაში საქართველოს რეკორდი დაამყარა კახი ასანიძემ - კილოგრამი დაუმატა ძველ მიღწევას.

მომდევნო, 81კგ წონაში ერთი რეკორდი გაუმჯობესდა: ლომია თებიძემ აკვრაში ასევე კილოგრამით გააუმჯობესა წინა შედეგი.

დღესვე გათამაშდა მედლები გოგონებს შორის, სადაც ჩემპიონები და პრიზიორები სინკლერის სპეციალური სიით გამოვლინდნენ. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება.

73კგ
ჩემპიონი: არჩილ მალაყმაძე (აჭარა) - 318კგ (147კგ+171კგ)
II ადგილი: კახი ასანიძე (თბილისი) - 312კგ (141კგ+171კგ)
III ადგილი: გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 265კგ (125კგ+140კგ)

81კგ
ჩემპიონი: ლომია თებიძე (აჭარა) - 321კგ (140კგ+181კგ)
II ადგილი: ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) - 299კგ (134კგ+165კგ)
III ადგილი: ბეგლარ სოლომონიძე (აჭარა) - 298კგ (136კგ+162კგ)

89კგ
ჩემპიონი: რეზი დავითაძე (თბილისი) - 365კგ (165კგ+200კგ)
II ადგილი: ნოდარ კაკაბაძე (ქუთაისი) - 302კგ (140კგ+162კგ)
III ადგილი: ალკაზარ გოგიტიძე (აჭარა) - 281კგ (125კგ+166კგ)

გოგონები
ჩემპიონი
: მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) - 121კგ (58კგ+63კგ)
II ადგილი: ნათია გადელია (ზუგდიდი) - 160კგ (70კგ+90კგ)
III ადგილი: მარიამ მურღვლიანი (ხონი) - 130კგ (60კგ+70კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო