ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ორი ქართველი ფინალშია!

ლერი აბულაძე და გიორგი ქაცანაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან და ხვალ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ!

აბულაძემ, რომელიც 63კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალამდე უკრაინელი მიროშნიკი (5:4), უზბეკი სამატოვი (8:0) და ბულგარელი სულევი (3:1) დაამარცხა, ფინალის საგზური კი ირანელ ბადაგი მოფრადისთან 6:3 გამარჯვებით მოიპოვა!

ქაცანაშვილმა ნახევარფინალში უფრო დიდი უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი იარაშევიჩი - 7:0. მანამდე ქართველმა ზედიზედ სძლია ირანელ გოიებეიგოუს (4:0), იაპონელ ნასუკავას (5:0) და შვეიცარიელ ცემპს (8:4).
ლერი აბულაძის და გიორგი ქაცანაშვილის მეტოქეები ფინალში რუსეთის გუნდის წევრები არიან, შესაბამისად აბუ მუსლიმ ამაევი და ილია იერმოლენკო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო