ძალოსნობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველი გამარჯვებულები და პრიზიორები გუშინ გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირი, რომელშიც ასამდე სპორტსმენი მონაწილეობს, ხვალ დასრულდება.
15 აგვისტოს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა - 55კგ, 61კგ და 67კგ. განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა 61კგ წონის შეჯიბრება, სადაც საქართველოს 3 რეკორდი დამყარდა: ჩემპიონმა შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში თავისივე საუკეთესო მიღწევა თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის რეკორდი 2 კილოთი „დაამძიმა“.
საქართველოს ჩემპიონატს ოლიმპიური ჩემპიონის ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზი მასპინძლობს, რომელიც დიღომში, ოლიმპიურ პარკში მდებარეობს. დასწრება თავისუფალია.
55კგ
ჩემპიონი: გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 232კგ (105კგ+127კგ)
II ადგილი: ბაჩუკი შამილიშვილი (აჭარა) - 186კგ (105კგ+81კგ)
III ადგილი: ზაზა ფუკარაძე (აჭარა) - 185კგ (87კგ+98კგ)
61კგ
ჩემპიონი: შოთა მიშველიძე (ქუთაისი) - 295კგ (136კგ+159კგ)
II ადგილი: გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 279კგ (131კგ+148კგ)
III ადგილი: რამინ შამილიშვილი (აჭარა) - 267კგ (120კგ+147კგ)
67კგ
ჩემპიონი: გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) -300კგ (137კგ+163კგ)
II ადგილი: გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) – 262კგ (119კგ+143კგ)
III ადგილი: ჯემალ შავაძე (აჭარა) – 210კგ (94კგ+116კგ)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო