საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. სოსო მაისურაძის გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს და თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ უშედეგოდ, ბოლო წამებზე ახვლედიანმა გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარსა და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
დღეს, საქათველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელიც გაცილებით ძლიერი ნაკრებია - ჩვენს გუნდს რთული შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო