ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბალავაძე-კარტოზიას მემორიალი: 10 ქართული მედალი!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას მემორიალი გრძელდება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გუშინ მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი მედლები გათამაშდა.

საქართველოს გაერთიანებულმა გუნდმა 10 მედალი დააგროვა: 2-2 ოქრო და ვერცხლი, ასევე 6 ბრინჯაო! ამ 10 მედლიდან 9 თავისუფალი სტილის ფალავნებისაა.

თავისუფალი სტილის მოჭიდავეებიდან ვახტანგ ბალავაძის მემორიალი მოიგეს ბექა ლომთაძემ (61კგ) და ზურაბ ერბოწონაშვილმა (79კგ), ვერცხლს დაეუფლნენ კონსტანტინე ხაბალაშვილი (70კგ) და ირაკლი მწითური (92კგ), ხოლო მესამე ადგილზე გავიდნენ მიხეილ ბერძენიშვილი (61კგ), ლევან ქელეხსაშვილი და მირზა სხულუხია (ორივე 70კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79კგ) და ბექა ნადაშვილი (92კგ).

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ერთადერთო მედალი გიორგი ხუჭუას (72კგ) ანგარიშზეა - ის ჩემპიონი გახდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო