ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოკა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრი მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიჭიერმა ფალავანმა მედლისკენ სვლა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც მასპინძელი დომინიკ დრუზეტა დაამარცხა. მომდევნო წრეში გრიგალაშვილმა იტალიელ ანდრეა რეჯისს სძლია, 1/4-ფინალში კი ირანელ საეიდ მოლაეისთან მოეცარა ხელი. დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალში ტატომ ბრაზილიელ გილერმო გუილერიოს აჯობა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი შვედი რობინ პაცეკი დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ფავორიტად ყალიბდება: 2019 წელს მან უკვე მე-5 მედალი მოიგო! ორი კვირის წინ ქართველმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გაიმარჯვა, თბილისის გრან პრი, ბაქოს გრან სლემი და ნეაპოლში გამართული მსოფლიო უნივერსიადა კი მესამე ადგილზე დაასრულა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო