ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა დღეს კიდევ 4 მედალი მოიპოვა, თუმცა არცერთია ოქროსი.
ძიუდოისტმა აკაკი ჯაფარიძემ (81კგ) ვერცხლის მედალი მოუტანა ნაკრებს, მისმა თანაგუნდელებმა თორნიკე ფოლადაშვილმა (90კგ), გიგა ტატიაშვილმა (+90კგ) და გვანცა სომხიშვილმა (+70კგ) კი მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაო დაისაკუთრეს.
სადღეისოდ საქართველოს გუნდის აქტივში 13 მედალია: ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
ძიუდოისტები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის ოქროს ხვალ გუნდურში შეუტევენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო