ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზაფხულის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ცერემონიის ბოლოს სპორტმსენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, რომელიც მძლეოსანმა მედეა შონიამ წაიკითხა.
ოლიმპიურ ფესტივალს 21-27 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას ევროპის 49 ქვეყნის 14-18 წლის ასაკის 3600 სპორტსმენი მიიღებს. ფესტივალის პროგრამაში სულ სპორტის 10 სახეობაა. საქართველოს დელეგაცია 6 სახეობაში 36 სპორტსმენით იასპარეზებს. დელეგაციის მედროშე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი იქნება. ოლიმპიურ მისიას გიორგი ესაკია უხელმძღვანელებს. ფესტივალზე იმსაჯებენ მიხეილ გრძელიძე (ჭიდაობა) და ბესარიონ გამსახურდია (სპორტული ტანვარჯიში). 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისმა უმასპინძლა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2017 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც დიორმა უმასპინძლა, ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. ბაქოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის დევიზია „უკეთ, ვიდრე დიორში“.
„სპორტული შედეგებით წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებულია, ისევე როგორ გასული წელი. ასეთი სპორტული შედეგები და მიღწევები საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მინდა აღვნიშნო მინსკის ევროპული თამაშები, საიდანაც ჩვენი სპორტსმენები რეკორდული შედეგით - 30 მედლით დაბრუნდნენ. ეს იმის იმედს გვაძლევს, რომ თქვენ, როგორც მომავალი ოლიმპიელები გააგრძელებთ ამ წარმატებულ გზას.
აქვე მინდა აღვნიშნო „ფიბა ევროპის“ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თბილისი ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქართული კალათბურთისთვის, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის. ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს სპორტში ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
უკვე დაგეგმილია 15 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა. ჩვენს ქვეყანაში უკვე ხორციელდება და დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, ფედერაციებს, მწრვთნელებს იმ ერთობლივი მუშაობისთვის, რის შედეგადაც ქართული სპორტი მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.
გისურვებთ წარმატებებს და ქართველი გულშემატკივრის გახარებას!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა:
ცურვა
1. მამუკა შენგელია
2. გიორგი ერაძე
ველოსპორტი
3. გიორგი ქვაბელაშვილი
4. გიორგი ხორგუანი
5. საბა ურუშაძე
ჩოგბურთი
6. კატრინ ესაძე
7. ლიზი დოლიძე
მძლეოსნობა
8. მედეა შონია - სიგრძეზე ხტომა
9. გიორგი ყეინაშვილი - ბირთვის კვრა
10. გიორგი ქურიძე - სიმაღლეზე ხტომა
11. ნიკა ბოსტაღანაშვილი - ჭოკით ხტომა
12. მაქსიმ მარდასოვი - 110 მ/თ
ძიუდო
13. ნიკა ბაჩიაშვილი - 50კგ
14. გუგა ამირხანაშვილი - 55კგ
15. კოტე კაპანაძე - 60კგ
16. ელგუჯა ჭინჭარაშვილი - 66კგ
17. გიორგი იანტბელიძე - 73კგ
18. აკაკი ჯაფარიძე - 81კგ
19. თორნიკე ფოლადაშვილი - 90კგ
20. გიგა ტატიაშვილი - +90კ
21. ლოლიტა გაბუნია - 44კგ
22. დიანა გაგოშიძე-ფილკინა - 48კგ
23. მარიამ ლაფაჩიშვილი - 63კგ
24. გვანცა სომხიშვილი + 70კგ
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
25. ნიკოლოზ სანთელაძე - 45 კგ
26. ლუკა გუგეშაშვილი - 48 კგ
27. ოთარ მამულაშვილი - 51 კგ
28. ბეჟან ბარსონიძე - 55კგ
29. დავით აბდალაძე - 60კგ
30. დავით ფაცინაშვილი - 65კგ
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
31. დავით გვასალია - 45კგ
32. ხვიჩა აბულაძე - 48კგ
33. ნუკრი ბენიძე - 51კგ
34. რომეო ბერიძე - 55კგ
35. ნიკა ბროლაძე - 60კგ
36. ნიკოლოზ მარგველაშვილი - 65კგ
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო