საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართული ბუდაპეშტის გრან პრი 3 მედლით დაასრულა. გუშინ, ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100).
23 წლის ღვინიაშვილისთვის უნგრეთში მოგებული ბრინჯაო წლევანდელ სეზონში მესამე მედალია. ეკატერინბურგის გრან სლემზე ის მეორე იყო, თბილისის გრან პრი კი ასევე ბრინჯაოთი დაასრულა. გელა ზაალიშვილმა კი ძსფ-ის ეგიდით 2019 წელს მეორე მედალი მოიგო - ბაქოს გრან სლემი მძიმეწონოსანმა ფალავანმა ოქროთი დააგვირგვინა.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრების ერთადერთი ოქროს მედალი 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო