საქართველოს გუნდმა ნეაპოლში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე პირველი მედალი მოიპოვა: ძიუდოკა ლაშა ბექაური 90კგ წონით კატეგორიაში ვერცხლს დაეუფლა.
ახალგაზრდა ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრამდე სამი ორთაბრძოლა იპონით მოიგო, თუმცა ფინალში ხელი მოეცარა. დღეს ნეაპოლში გაშლილ ტატამზე კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს: 73კგ წონაში ბექა უდესიანი, 81კგ-ში კი ტატო გრიგალაშვილი.
ლაშა ბექაურისთვის ნეაპოლში მოგებული ვერცხლი წელს მესამე საერთაშორისო მედალია. უსტერში, ევროპის თასზე და კლუჟში, მსოფლიო თასზე მან ჩემპიონობა იზეიმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო