28-29 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ჭაბუკებს, იუნიორებს, ახალგაზრდებსა და ქალთა შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც ტურნირზე 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჭაბუკ ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.
🥇 ოთარ ესიტაშვილი (80-85 კგ, ახალგაზრდა მამაკაცთა შორის)
🥇 ლაშა ბაბუაძე (70-75 კგ, იუნიორ ვაჟთა შორის)
🥇 შოთა შუბითიძე (60-65 კგ, 16 წლამდე ვაჟთა შორის)
🥇 დავით მსხალაძე (+75 კგ, 16 წლამდე ვაჟთა შორის)
🥈 ვასიკო ლომსაძე (65-70 კგ, ახალგაზრდა მამაკაცთა შორის)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო