ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019: ნინიაშვილი-მარგველაშვილის ბრინჯაოს დუბლი!

ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი საშეჯიბრო დღე 4 მედლით დაასრულეს. ლუხუმ ჩხვიმიანის და ამირან პაპინაშვილის მიერ 60კგ წონით კატეგორიაში მოგებულ ოქროს და ბრინჯაოს მომდევნო, 66კგ წონაში ბაგრატ ნინიაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა კიდევ ორი ბრინჯაო დაუმატეს!

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ახალგაზრდა ბაგრატ ნინიაშვილმა 33 წლის ჩეხს პაველ პეტრიკოვს სძლია, ვაჟა მარგველაშვილმა კი 23 წლის მოლდოველი დენის ვიერუ დააიპონა.

ხვალ, 23 ივნისს ძიუდოისტთა შორის ორი ფალავანი გვეყოლება: 73კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81კგ წონაში ჩემპიონობას შეეცდება ლუკა მაისურაძე.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო