მეორე ევროპული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას მინსკის „დინამოს სტადიონმა“ უმასპინძლა. გრანდიოზული შოუს ფარგლებში თეატრალური წარმოდგენები დაიდგა. შოუს მონაწილეებმა მაყურებელს ბელარუსული კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს. 22 000 მაყურებლის წინაშე მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ჩაიარეს. საქართველოს დელეგაციის მედროშე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო. მეორე ევროპული თამაშები 30 ივნისს დასრულდება. 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ევროპული თამაშების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო