იტალიის ქალაქ ფაენცაში გამართული ევროპირველობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის საქართველოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა.
დღეს ვერცხლის მედალს დაეუფლა დათა ჩხაიძე (71კგ), ნიკა ბროლაძემ (60კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდმა თითო ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: მათე გოქაძე (110კგ) ჩემპიონი გახდა, დიმიტრი ხაჩიძემ (55კგ) კი ბრინჯაო მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო