მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი ევროპის II თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს გუნდის მედროშე იქნება! მინსკი 2019 დინამოს სტადიონზე 21 ივნისს გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა დღეს ევროპის თამაშების მონაწილეთა სია და ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. თუშიშვილის მედროშეობაც დღეს გადაწყდა.
მინსკში ძიუდოკები პირველები ჩაერთვებიან მედლებისთვის ბრძოლაში: 22 და 24 ივნისს 5-5 კომპლექტი გათამაშდება, 23 ივნისს - 4, ხოლო 25 ივნისს გუნდები იჭიდავებენ.
ევროპის I თამაშებზე, 2015 წელს ბაქოში, ძიუდო ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა იყო: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გუნდმა ვერცხლის მედლები მოიგეს, ამირან პაპინაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.
ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის II თამაშებზე
60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: ლუკა მაისურაძე
90კგ: ბექა ღვინიაშვილი
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი
გოგონები - 57კგ: ეთერ ლიპარტელიანი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო