ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სასტენდო სროლა: ვარკეთილში თბილისის თასი გათამაშდა

ვარკეთილის სასროლეთზე დასრულდა თბილისის თასის გათამაშება სასტენდო სროლაში. შეჯიბრებაში ქვეყნის ყველა უძლიერესი მსროლელი მონაწილეობდა ვლადიმერ ნარჩემაშვილის და ლუკა მანჯგალაძის გარდა.

უფროსებს შორის ტურნირი ძალიან დაძაბულად წარიმართა და დავით ქვათაძის გამარჯვებით დასრულდა, ვერცხლის მედალოსნის გამოსავლენად კი გადასროლა დაინიშნა გივი ქვათაძესა და ირაკლი ლომიძეს შორის. გაიმარჯვა პირველმა.

ახალგაზრდებში მთავარი ჯილდო ლევან კაპანაძემ მოიპოვა. ის ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ სესიაში მაქსიმუმი - 25 ქულა დააგროვა. ტურნირის ერთადერთი ქალი მონაწილე სოფო ზარაფიშვილი მესამე ადგილზე გავიდა.

თბილისის თასი
1.დავით ქვათაძე - 116 ქულა
2.გივი ქვათაძე - 115
3.ირაკლი ლომიძე
თბილისის თასი - ახალგაზრდები
1.ლევან კაპანაძე - 112
2.გუგა კუპატაძე - 105
3.სოფო ზარაფიშვილი - 104



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო