ყაზანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილეები დღეს ისვენებენ. ასპარეზობა ხვალ განახლდება.
ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე 6 ტურის შემდეგ 3,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს რუს კატერინა ლაგნოსთან ერთად, პირველ ადგილზე კი მეორე რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა გორიაჩკინაა 5 ქულით.
ძაგნიძემ ტურნირი არცთუ კარგად დაიწყო: რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან დამარცხდა, ჩინელ ტან ჩჟუნთან კი ქულა გაიყო, თუმცა მომდევნო სამი პარტია უკრაინელ დებთან ანა და მარია მუზიჩუკებთან, ასევე რუს ვალენტინა გუნინასთან თავის სასარგებლოდ დაასრულა. სამწუხაროდ, მე-6 ტურში ძაგნიძე გორიაჩკინასთან დამარცხდა.
ხვალ, 8 ივნისს, მე-7 ტურის შეხვედრებია. ნანა ძაგნიძის მეტოქე კონკურენტი კატერინა ლაგნოა. პრეტენდენტთა ტურნირი 17 ივნისს დასრულდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო