ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით და გუნდური II ადგილით დაასრულა.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ჩემპიონის ტიტულები და ოქროს მედლები მოიგეს ფრიდონ აბულაძემ (55კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (60კგ) და გიორგი შოთაძემ (67კგ), ლერი აბულაძე (63კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ნიკა შერბაკოვმა (77კგ) და გიორგი კაცანაშვილმა (87კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

რევაზ ლაშხის გუნდმა შარშან ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. 2018 წლის ახალგაზრდული ევროპა გუნდმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო