ევროპის მეორე თამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - 21 ივნისს მინსკი 2019-ის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება.
კონტინენტის თამაშებზე საქართველოს გუნდი რამდენიმე სახეობაში იასპარეზებს, მედლების მთავარ კანდიდატებად კი ძიუდოისტები მოიაზრებიან, რომლებიც ბელარუსის დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ.
სასიხარულოა, რომ საქართველოს გუნდში ორი გოგონაა: ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) აპრილში მოიპოვა თამაშების ლიცენზია, მარიამ ჭანტურიამ (70კგ) კი ორი დღის წინ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: ლუკა მაისურაძე
90კგ: ბექა ღვინიაშვილი
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი
გოგონები
57კგ: ეთერ ლიპარტელიანი
70კგ: მარიამ ჭანტურია
მინსკში ძიუდოისტები მედლებს 22-25 ივნისს გათამაშებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო