საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს საქართველოს წარმომადგენელი დაიკავებს. კობიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლამდე დარჩება.
უეფაში სულ 19 კომიტეტი და 6 ექსპერტთა საბჭოა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კომიტეტსა და საბჭოში ლევან კობიაშვილის გარდა, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე, ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჯღარკავა და ოთარ გიორგაძე იმუშავებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო