ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

27-28 მაისს, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი იმართება. ორ დღიანი ღონისძიება სასტუმრო „მოქსი“-ში გაიხსნა. კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს  ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი სებასტიან ჟილო და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ანტი-დოპინგური პროგრამების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ტომ მეი.

გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. 

კონფერენციის ფარგლებში განიხილება დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პრევენცია და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ანტი-დოპინგურ კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ისაუბრებენ სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებასა და მათ ეფექტიანობაზე.

ამჟამად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო