ATP-ის რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 საფეხურით დაწინაურდა და მე-16 ადგილზეა! ქართველმა ჩოგბურთელმა 1 970 ქულით კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა!
გასულ კვირას ბასილაშვილმა ლიონის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა, ახლა კი წლის მეორე სლემზე - როლან გაროზე გამოვა. 14 გამარჯვება და 12 მარცხი - ასეთია საქართველოს საუკეთესო მოთამაშის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში.
რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს. 12 355 ქულით სერბი პირველობას ინარჩუნებს. რაფაელ ნადალი 7 945 ქულით მეორე ადგილზეა. ესპანელმა როლან გაროზე 2 000 ქულა უნდა დაიცვას. როჯერ ფედერერი, რომელიც სამწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება საფრანგეთის ღია პირველობას, 5 950 ქულით მესამეა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო