საქართველოს ნაკრებმა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ჩვენმა გუნდმა 5 სპორტსმენით იასპარეზა.
83 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დავით გაბელაია დაეუფლა, ხოლო 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი (83 კგ) გახდა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი (205.5 კგ) დაამყარა. 66 და 83 კგ წონით კატეგორიებში მე-7 ადგილებზე გავიდნენ გიორგი ბეჟაშვილი და შალვა ყარალაშვილი, ხოლო ლევან გილიგაშვილი (83 კგ) ტრავმის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.
ჩემპიონატში 43-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, ზურაბ ჭავჭანიძისა და შოთა ბეჟაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა უფროსებში მე-10, ხოლო 23 წლამდელთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილი და გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია ხელმძღვანელობდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო