ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 3X3 კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ჩატარდა. მატჩებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.

ვაჟთა შორის გამართულ ფინალში თბილისის 180-ე საჯარო სკოლის გუნდმა რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა. გოგონათა შორის გამარჯვებულები თბილისის მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეებიგახდნენ, რომლებმაც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სძლიეს.

ზონალური თამაშების გამარჯვებული გუნდები პირველობისთვის ბრძოლას დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო