ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბასილაშვილი ლიონში პირველ ნომრადაა განთესილი

ლიონის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ნომრადაა განთესილი და ასპარეზობას 1/16-ფინალში დაიწყებს. მისი მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდება ყაზახი მიხაილ კუკუშკინის და საკვალიფიკაციო წრიდან გასული მოთამაშის პაექრობის შემდეგ.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ამ კვირაში რომის მასტერსზე ითამაშა, სადაც ორი ეტაპი დაძლია, 1/8-ფინალში კი რაფაელ ნადალთან ორ სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილის გარდა ლიონის 250-იან ტურნირზე ითამაშებენ რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დენის შაპოვალოვი (კანადა), ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი), რიშარ გასკე (საფრანგეთი)...

მონაწილეთა შორისაა ახლო წარსულში საუკეთესო ათეულში შემავალი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგაც, რომელიც ლიონში დაცული რეიტინგის წყალობით თამაშობს.

შარშან ლიონის ღია პირველობა ავსტრიელი დომინიკ ტიმის გამარჯვებით დასრულდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო