მიუნხენის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ბაქოში ერთკვირიან შეკრებას გაივლის.
აზერბაიჯანში გუნდი ამ შემადგენლობით გაემგზავრება: ოლიმპიური ჩემპიონი, ტოკიოს საგაისო ოლიმპიადის ლიცენზიანტი ნინო სალუქვაძე; ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე; ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე, ვინც მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს.
მიუნხენის მსოფლიო თასი სალიცენზიო ტურნირია და იქ, როგორც სხვაგან, ტოკიოს ოლიმპიადის 2-2 საგზური თამაშდება. ადგილმონაცვლეობის პრინციპი იქაც მოქმედებს: თუ თასი ტოკიოს ლიცენზიანტმა მოიგო, ოლიმპიადის საგზური მომდევნო ადგილზე გასულს გადაეცემა.
გერმანიაში ქართველი ტყვიის მსროლები 24-31 მაისს იასპარეზებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო