ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: 9 მედალი უკრაინიდან!

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა კიევში გამართული საერთაშორისო ტურნირი: გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სახელოვან უკრაინელ სპორტსმენთა და მწვრთნელთა XXIII მემორიალი 9 მედლით დაასრულა!

65 და 74კგ წონით კატეგორიებში გულშემატკივრებმა ქართული ფინალები იხილეს: ზურაბ იაკობიშვილმა (65კგ) რამაზან მალაკოევს სძლია, ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) კი ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა.

ოქროს მედლები მოიგეს ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ) და ირაკლი მწითურმაც (92კგ), ხოლო ელიზბარ ოდიკაძე ვერცხლს მხოლოდ იმიტომ დასჯერდა, რომ ფინალის მეორე ნახევარში ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ქართველთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. ნაკრები რამდენიმე საათში დაბრუნდება თბილისში.

10-12 მაისი. სახელოვან უკრაინელ სპორტსმენთა და მწვრთნელმა XXIII მემორიალი. უკრაინა, კიევი
ჩემპიონი: ზურაბ იაკობიშვილი (65კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79კგ), ირაკლი მწითური (92კგ)
II ადგილი: რამაზან მალაკოევი (65კგ), ზურაბ ერბოწონაშვილი (74კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)
III ადგილი: ოთარ გოგავა (61კგ), თემურ ვანიშვილი (61კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო