რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ჭაბუკთა შორის.
პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი მოიგო ბეჟან ბარსიონიძემ (55კგ), გივი ქურხული (60კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ნიკოლოზ სანთელაძემ (48კგ) და დავით აბდალაძემ (60კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
დღეს, 13 მაისს ჭაბუკთა ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩემპიონობისთვის დავით კუჭუაშვილი (71კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედალს კი საბა გამთენაძე (92კგ) შეუტევს.
UWW-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო