კიევში დაიწყო სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა XXIII მემორიალი.
შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების 3 წევრი ფინალში გავიდა: ქართული ფინალი შედგება 74კგ წონით კატეგორიაში, სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან, ელიზბარ ოდიკაძე კი 97კგ-ში შეუტევს ოქროს მედალს. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ლაშა ლომთაძე (57კგ) და ზურაბ ურთაშვილი (125 კგ).
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63კგ) იბრძოლებს, ხოლო დავით ბაკურაძე (63კგ), იური ლომაძე (72კგ) და გივი თევდორაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იბრძოლებენ.
ფინალური შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო