ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
წიგნის პრეზენტაცია: გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე

გორში სპორტული ჟურნალისტის ვასილ ბალახაძის წიგნის - „გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე“ - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ეძღვნება სპორტული წარმატებებით გამორჩეული ქალაქში აღზრდილი სპორტსმენების გამოსვლას ოლიმპიურ თამაშებზე - ძიუდოისტ შოთა ჩოჩიშვილიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილის ჩათვლით.

პრეზენტაციას ტიტულოვანი გორელი ოლიმპიელები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელები, საქართველოს პარლამენტის წევრები, შიდა ქართლის რეგიონის და გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

„გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე“ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო