ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ვიქტორ სანეევის მეუღლე ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის მეუღლე ქალბატონი იანა, რომელიც ავსტრალიიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში.

იანა სანეევს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა. ლერი ხაბელოვმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვიქტორ სანეევმა ვერ შეძლო მონაწილეობა მიეღო შარშან თბილისში გამართულ სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმში.

ისტორიული ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით კი ოლიმპიურ ჩემპიონებს, მათ შორის ვიქტორ სანეევს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭათ.

ლერი ხაბელოვმა ქალბატონ იანას გადასცა ვიქტორ სანეევის კუთვნილი ორდენი და სპეციალური სახელობითი პრიზი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო