მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრები 3 ტესტს გამართავს: ჯერ რუსეთს შეერკინება, შემდეგ კი ორჯერ დაუპირისპირდება შოტლანდიას.
საქართველო-რუსეთის მატჩი 27 აგვისტოს გაიმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (19:15სთ), 31 აგვისტოს კი „ბორჯღალოსნები“ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შოტლანდიას უმასპინძლებენ (21:00).
ბოლო წლებში საქართველო პირველი ეშელონის გუნდებთან ტესტებს დაეჩვია, თუმცა შოტლანდიის დონის გუნდი საქართველოს დედაქალაქში პირველად ითამაშებს. საშინაო ტესტებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
იაპონიაში გამგზავრების წინ ქართველები შოტლანდიასთან კიდევ ერთხელ ითამაშებენ, თუმცა უკვე ბრიტანეთში - მატჩი მერიფილდში გაიმართება 6 სექტემბერს.
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტაში გამართავენ უელსის წინააღმდეგ. 29 სექტემბერს კუმაგაიაში ურუგვაის შეერკინებიან, 3 ოქტომბერს ფიჯის (ჰიგაშიოსაკა), ხოლო 11 ოქტომბერს ფუკუროიში ავსტრალიასთან პაექრობით დაასრულებენ ჯგუფურ ტურნირს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო