24 აპრილი - დღე ლიფტის გარეშე
საქართველო პირველად შეუერთდა სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივას - „დღე ლიფტის გარეშე“.
„დღე ლიფტის გარეშე“ მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია წაახალისოს ფიზიკური აქტივობა. შესაბამისად, ამ დღეს ადამიანები უარს ამბობენ ლიფტისა და ესკალატორის გამოყენებაზე და სარგებლობენ კიბეებით.
საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ინიციატორები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.
#TakeTheStairs #NoElevatorsDay #ისარგებლეკიბით
იხილეთ ფოტოები - გელა ბედიანაშვილი, სულხან ნამიჭეიშვილი