ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაგბი: საქართველო ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო! დავით ჩავლეიშვილის გუნდმა ახლახანს დასრულებულ ფინალში ესპანეთს 20:10 აჯობა!

ჩემპიონის ტიტულს ეს მორაგბეები დაეუფლნენ:
შერკინება: თორნიკე ზაქარიაძე, გიორგი ქობალია, რობი ნერსეზაშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ჩქარეული, დათო აბდუშელიშვილი, ალექსანდრე ქუნთელია (ყველა ლელო), ტატო გვიმრაძე, ლუკა პეტრიაშვილი (ორივე ხვამლი), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), საბა ხონელიძე (აია), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), ლუკა ივანიშვილი (წიქარა)
ხაზი: ლევან ბრაგვაძე, ლუკა მატკავა, გივი ცინცაძე, დათო ნინიაშვილი, ლაშა კაკაურიძე, ზაურ ლუტიძე, ფრიდონ წიკლაური, ბესო თაყნიაშვილი (ყველა ხვამლი), ლუკა ხეხელაშვილი, ლევან ქუშაშვილი (ორივე ლელო), თემურ კოხოძე (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი)
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი
მენეჯერი: პაატა მაისურაძე

კონტინენტის პირველობა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 1/4-ფინალში გერმანელებთან გამარჯვებით დაიწყეს - 46:0, 1/2-ფინალში კი ტურნირის მასპინძელი რუსეთი 64:10 დაამარცხეს. გადამწყვეტ შეხვედრას კალინინგრადმა უმასპინძლა.

18-წლამდელთა ნაკრები 2015 წლიდან დაწყებული ევროპის ჩემპიონატის ფინალის უცვლელი მონაწილეა. 2015-18 წლებში ქართველთა მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში მუდმივად საფრანგეთი იყო. პირველი სამი შერკინება „მამლების“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შარშანდელ ფინალში ქართველები უფრო ძლიერნი გამოდგნენ - 8:3.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო