ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბასილაშვილი უნგრეთის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 აპრილიდან უნგრეთის ღია პირველობაში ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელი ბუდაპეშტში მე-4 ნომრადაა განთესილი. ტურნირი 250-იანი კატეგორიისაა.

მარინ ჩილიჩი (ხორვატია), ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) და მარკო კეჩინატო (იტალია) - ეს ჩოგბურთელები არიან განთესილი ბასილაშვილზე წინ. მათ გარდა ბუდაპეშტში ასევე ითამაშებენ სერბი ლასლო ჯერე, ავსტრალიელი ჯონ მილმენი, ყაზახი მიხაილ კუკუშკინი და მოლდოველი რადუ ალბოტი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა შორისაც იასპარეზებს მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად. მათი მეტოქე გერმანელები ანდრეას მიესი და კევინ კრავიეცი იქნებიან.

უნგრეთის ღია პირველობა ATP-ის მსოფლიო ტურში 2017 წლიდანაა. პირველი გათამაშება ფრანგი ლუკა პუილეს გამარჯვებით დასრულდა, შარშან კი მარკო კეჩინატომ გაიმარჯვა.

წყვილთა შორის 2017 წელს ბრაიან ბეიკერის (აშშ) და ნიკოლა მეკტიჩის (ხორვატია) დუეტი იყო უძლიერესი, 2018 წელს კი დომინიკ ინგლომ (დიდი ბრიტანეთი) და ფრანკო შკუგორმა (ხორვატია) გაიმარჯვეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო