ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ავტოსპორტი: დათა ქაჯაია რბოლას უბრუნდება

დავით ქაჯაია საერთაშორისო ავტოსპორტს უბრუნდება! 35 წლის სპორტსმენი TCR-ის სერიაში იასპარეზებს და ესპანურ-ქართული გუნდის PCR სპორტის ღირსებას დაიცავს.

2016-17 წლებში ქაჯაიამ TCR-ის სერიაში ჯერ ვოლკსვაგენ-გოლფით იასპარეზა, მომდევნო სეზონში კი ალფა რომეოთი. პირველი ჩემპიონატი 80 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა, 2017 წლის სეზონში კი 76 ქულით მე-12 იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა აქ ასპარეზობის შანსი. მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. სამწუხაროა, რომ კონტრაქტის გაფორმება დაგვიანდა, ამის გამო საწვრთნელ რბოლებში ვერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა PCR სპორტის გუნდის პროფესიონალების მჯერა და ვიცი, რომ ერთად წარმატებას ბევრ მივაღწევთ“, - განაცხადა დავით ქაჯაიამ.

35 წლის ავტომრბოლი სხვადასხვა კლასში არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გახლავთ, საუკეთესო შედეგი კი 2017 წლის TCR-ის ჩემპიონატში უჩვენა, როცა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართული პირველი ეტაპი მოიგო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო