საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპირველობაზე, ოქროს მედალი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა (2009, 2011, 2019).
ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2020 წელს ჩატარდება. მომავალი წლის ევროპირველობას საქართველო უმასპინძლებს.
🥇 მიხეილ წიკლაური - 75 კგ
🥈 ანდრეი ზინჩენკო - 65 კგ
🥉 სერგო მოვსესიანი - 65 კგ
🥉 ლევან ვერულიძე - 95 კგ
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო