ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა

2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე (3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი) სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძეს გადასცა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სახელით, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.­

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო