ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

6 აპრილს, ვაკის პარკში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. სპორტის დღის ფარგლებში, მოეწყო სპორტული ავტომობილების გამოფენა. ღონისძიება, რომლის დევიზი იყო „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა.

სპორტულ აქტივობებს შეუერთდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ეროვნული ოლიმპიური გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებთან ერთად.

საქართველო წელს მეექვსედ შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო „თეთრი ბარათის“ - #WhiteCard-ის კამპანიაში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო