ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ
თავისუფალ პროგრამაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 91,28 ქულა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 181,72 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 273 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო