ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
იბერია 1999 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია

იბერია 1999 მესამედ გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი.  მიხეილ მესხის სტადიონზევე გაიმართა დაჯილდოვება. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა ჩემპიონები.

იბერიელებმა ბოლო ტურში გაგრას 2:1 აჯობეს და ორი ქულით გაუსწრეს მდევარ გორის დილას. ჩემპიონებმა 36 ტურში 24-ჯერ მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ბურთები კი, 60:24.

მასპინძლები გიორგი ჯინჯოლავას შორეული დარტყმით დაწინაურდნენ. ჯინჯოლავამ არამუშა, მარჯვენა ფეხით გაიტანა. 32-ე წუთზე კი იბერიელთა ფორვარდი ამირან ძაგანია გააძევეს მეკარეზე უხეშად ფეხებში ვარდნისთვის.

მეორე ტაიმში ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი ვნახეთ. ჯერ მე-60 წუთზე გაგრას ფორვარდმა დავით მუჯირმა აკრობატულ ნახტომში ქუსლით  მშვენიერი გოლი მიითვალა. ძალიან ორიგინალური. გავიდა ერთი წუთი და იბერია 1999 ისევ დაინაურდა, კერძოდ, გიზო მამაგეიშვილმა დაამატა ძელიდან ასხლეტილ ბურთს.     საბოლოოდ, 2:1. ახალგაზრდა გუგა ნერგაძის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონი გახდა. ბერია 1999-მა წლეულს 80 ქულა აიღო.

ავტორია: მარიამ მოთიაშვილი/Mariam Motiashvili

6.12.2025



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო