გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფასა და ფიფას წარმომადგენლებმა.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და განათებით, ასევე მინი-მოედანი ტრიბუნითა და განათებით, ხოლო ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით.
პროექტი ფიფას პროგრამის FORWARD, უეფას პროგრამის Hat Trick და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა.
სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.
ავტორი: მარიამ მოთიაშვილი/Mariam Motiashvili
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო