ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი ხუთი - სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.

ისტორიაში პირველად ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილმა - ცოტნე ჩხაიძემ და ლუკა ლომთათიძემ (15-16 წლის კატეგორია), სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

სინქრონულ ხტომაში ჩემპიონობა იზეიმეს: ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილმა (13-14 წლის კატეგორია), ასევე ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმა (17-21 წლის კატეგორია).

ბატუტზე მხტომელმა მარიამ გაბრიაძემ (13-14 წლის კატეგორია) ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქრისტინე პლეხანოვი (11-12 წლის კატეგორია) კი ბატუტზე ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა ბატუტზე მხტომელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი ხუთი - სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.

ისტორიაში პირველად ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილმა - ცოტნე ჩხაიძემ და ლუკა ლომთათიძემ (15-16 წლის კატეგორია), სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

სინქრონულ ხტომაში ჩემპიონობა იზეიმეს: ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილმა (13-14 წლის კატეგორია), ასევე ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმა (17-21 წლის კატეგორია).

ბატუტზე მხტომელმა მარიამ გაბრიაძემ (13-14 წლის კატეგორია) ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქრისტინე პლეხანოვი (11-12 წლის კატეგორია) კი ბატუტზე ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო