69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი სოფო კვანჭიანმა მოიპოვა, ის პირველი ევროპის ჩემპიონი ქართველი ქალია კლასიკურ წოლჭიმში.
მამაკაცებში სენიორებს შორის პირველი ადგილი ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) დაიკავა და ევროპისა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქრო ცოტნე ბეჟაშვილმა, ვერცხლი კი ალეკო სიდანოვმა მოიპოვეს. გენადი ოტიაშვილს (74 კგ) მეორე ადგილი, ლევან მთიულიშვილსა (105 კგ) და თორნიკე პაატაშვილს (120 კგ ) კი ვერცხლის მედლები ერგოთ.
18 წლამდე ჭაბუკებში ჩემპიონები გიორგი წიკლაური (53 კგ), საბა გოგიჩაიშვილი (59 კგ) და გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) გახდნენ; საბამ დაამყარა ევროპის რეკორდიც. ზემძიმე წონაში ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ხვისტანმა, ნიკა დარჩაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, თორნიკე მარტაშვილი (120 კგ) კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
23 წლამდე ახალგაზრდებში ოქრო გიორგი გელაშვილმა (53 კგ) მოიპოვა, გიორგი მაისურაძე (59 კგ) და ზურა ღვინიანიძე (66 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ქართველის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფ
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო