ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკილჟან ჟუბათკანოვი, ლიეტუველი სიმას პოლიკევიჩუსი, უზბეკი დილშოდბეკ ჰამროევი და აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი დაამარცხა.
ოქროს მედლისათვის შეხვედრაში თორნიკე გიგაურმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო