ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვა

ჩემპიონები გიორგი კოჩალიძე (55 კგ), დიმიტრი ხაჩიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (97 კგ) გახდნენ.

ვიცე-ჩემპიონობა კობა ქარუმიძემ (55 კგ), რომეო ბერიძემ (67 კგ), ანრი თავართქილაძემ (72 კგ), თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) იზეიმეს.

ბრინჯაოს პრიზიორები კი ანრი ხოზრევანიძე (72 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ) და ლუკა გაბისონია (130 კგ) გახდნენ.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო