ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70 კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს; ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ზვიად გოგოჭური (J2 კატეგორია +95 კგ) დასჯერდნენ; ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანმა (J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილმა (J2 კატეგორია -95 კგ) მოიპოვეს.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და პარაძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.
პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო