უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 14 მედალი მოიპოვეს. ბიჭებში საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. დიდებს შორის ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდებმა კი კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ეროვნული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა მინდია მგელაძემ (-60 კგ), ანდრეი ზინჩენკომ ( -70 კგ), ლაშა ობეთელაშვილმა (-80 კგ) და დავით მსხალაძემ (-90 კგ) იზეიმეს; ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შანთაძე (-65 კგ) და დათა ფუტკარაძე (-70 კგ) დასჯერდნენ.
ახალგაზრდული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ძნელაძემ (-60 კგ), დავით ძნელაძემ (-65 კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს; ვიცე-ჩემპიონები დავით შველიძე (-60 კგ), დიმიტრი მსხალაძე (-75 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილი (+80 კგ) გახდნენ; ანანო დათუკიშვილმა (-50 კგ) და ნინო შუბითიძემ (-55 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ორგანიზაციაში (EKO) ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ შენგელია და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში 9-10 მაისს ბათუმი უმასპინძლებს.
">