ქართული
სპორტი
 
 
კვლევები
გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში

მოსწავლეების კვლევის შედეგები • სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეთა ინფორ მირებულობისა და ინფორმაციის ძირითადი წყაროს თაობაზე კვლევის მო ნაცემების რაოდენობრივი შეფასებით გამოვლინდა: მოსწავლე გოგონების 90.9% აფიქსირებს, რომ სპორტი და ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯან მრთელობისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას გოგონები ძირითადად იღებენ შემ-დეგი წყაროებიდან: 1. სპორტის მასწავლებელი და ექიმი; 2. ინტერნეტი და მშობ-ლე ბი; 3. მედია საშუალებები. მწვრთნელების აქტივობა, ამ მხრივ, კრიტიკულად დაბალია. • სპორტის გაკვეთილზე სკოლის მოსწავლე გოგონათა მონაწილეობის შესახებ მონაცემების რაოდენობრივი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაკვეთილს ესწრება გოგონების 71.1%. თუმცა, გოგონათა ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება მათი სპორტის გაკვეთილზე დასწრების მკვეთრი შემცირება (12-15 წ. – 83.9%, 16-19წ. – 53%). სპორტის გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს შორის გამოიკვეთა 3 ძირითადი მიზეზი: გოგონებს არ მოსწონთ გაკვეთილი; დარბაზში ცივა და არ არის გასახდელი; გოგონები ფიქრობენ, რომ სპორტის გაკვეთილი მხოლოდ ბიჭებისათვის არის. • ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობით და/ან ვარჯიშით, რომელიც იწვევს გულისცემისა და სუნთქვის გახშირებას, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, გამოკითხული გოგონების მხოლოდ 14%-ია დაკავებული. • სპორტულ სახეობებში გოგონათა ჩართულობა ისევე როგორც, სპორტის გაკვეთილზე დასწრება, კვლევის მონაცემებით, 16-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1.6-ჯერ მცირდება 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. • სპორტულ სახეობებში დაბალი ჩართულობის ძირითად მიზეზებს შორის გოგო-ნების 60.9% ასახელებს დროის უქონლობას. მათგან 56.9% არის 12-15 წლის გოგონა. ეს ის ასაკია, როცა დროის გადანაწილება მეტწილად მშობლების მიერ ხდება. ხოლო ისეთი მონაცემების შეფასება, რომელიც ავლენს გოგონების დამოკიდებულებას სხვადასხვა სპორტულ სახეობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამჟღავნებს 3 ძირითად მიზეზს, რის გამოც გოგონებს არ სურთ იყვნენ დაკავებულნი სპორტული აქტივობებით: 1. თვლიან, რომ არ არის აუცილებელი; 2. იღლებიან ვარჯიშის დროს; 3. ფიქრობენ, რომ სპორტი მხოლოდ ბიჭებისთვის არის.

მიმაგრებული ფაილი 1

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო